ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი’’ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა

ევროპული კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანაორგანიზატორობით ჩატარდა, რომელიც სამი სამუშაო დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა განათლების, როგორც პიროვნული და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალის განხილვა და ამ სფეროში უნივერსიტეტების როლის პრიორიტეტულობა, კეთილდღეობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება;

კონფერენცია მიმდინარეობდა სამ პარალელურ სესიად და დაფარა შემდეგი მიმართულებები: განათლება, სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა, სამართალი, ციფრული ტრანსფორმაცია, უნივერსიტეტის დანიშნულება და მისია, განათლების ხარისხი, ჯანდაცვა;

კონფერენციის კრებული გამოიცა ბეჭდური სახით, ხოლო პუბლიკაციები გამოქვეყნდება საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალში. კონფერენციის აკადემიური კომიტეტის წევრები არიან ევროპელი და ქართველი მეცნიერები და მკვლევრები.

კონფერენციის მხარდაჭერა გამოხატეს და მონაწილეებს მიესალმნენ განათლების ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი, ჟოზეფ გარელი; დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის (Advance HE) საერთაშორისო დირექტორი დევიდ თოუვნჰილი;

კონფერენციის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და მონაწილეებს მიესალმნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის ხელმძღვანელი პირები, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, განათლების მკვლევრები, მეცნიერები, ექსპერტები, სხვადასხვა უმაღლესი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლები, კონფერენციის მონაწილეები საერთაშორისო ქვეყნებიდან და მოწვეული სტუმრები.

კონფერენციაში მონაწილეობა აშშ-ის, გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, ესპანეთის, რუმინეთის, საქართველოს და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტის 80-ზე მეტმა მკვლევარმა მიიღო.

კონფერენცია სამი დღის მანძილზე წარიმართა და თითოეულმა მონაწილემ შესაბამისი სერტიფიკატები და კონფერენციის კრებულები მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები