„ყველა სანქცია ასუსტებს რუსეთის ომის წარმოების უნარს“ – კაია კალასი
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა.
ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, კაია კალასი X-ზე წერს.
„ყველა სანქცია ასუსტებს რუსეთის ომის წარმოების უნარს“, – წერს კალასი და აღნიშნავს, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება, ვიდრე ის უკრაინის წინააღმდეგ ომს არ შეწყვეტს.