ჭყონია – არჩევნებზე: ჩემი სუბიექტურია აზრია – მე მაგალითად კიდევ ჩავატარებდი არჩევნებს და დავუმტკიცებდი, რომ არ გამიყალბებია
„როდესაც საკამათო სიტუაციაა, ხდება გადათამაშება. აიღე და დაამტკიცე, რომ არ გააყალბე. ჩემი სუბიექტურია აზრია: მე მაგალითად, კიდევ ჩავატარებდი არჩევნებს და დავუმტკიცებდი, რომ არ გამიყალბებია“, – ამის შესახებ “იმედის კვირას“ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განუცხადა.
კითხვაზე, რამდენად არის პოლიტიკაში ჩართული, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ „ფინანსურად იშვიათად“.
„შეიძლება, ისეთი რამე მთხოვონ, რომ უმნიშვნელოა. მორალურად ჩართულობაზე, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი. როგორ შეიძლება ტყუილი ვთქვა. მე საერთოდ კოალიციური მმართველობის მომხრე ვარ“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.