მარტვილის მერმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლელეკელეს უბანში, მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – თორნიკე ჯანაშიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.

“ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი იგება. პროექტი ასევე ითვალისწინებს სანიაღვრე არხების მოწესრიგებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 959 ათას ლარს შეადგენს”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები