“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტოს უფლება გამოიყენოს

“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტს მოუწოდებს, “ეროვნული უშიშროების საბჭოს” შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ვეტოს უფლება გამოიყენოს.
“წარმოდგენილი პროექტი კონსტიტიციით მოცემულ ძალთა ბალანსს ცვლის. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა უშიშროების საბჭოს ფარგლებში ჩვენგან ნეგატიურ დამოკიდებულებას იმსახურებს. მოვითხოვთ მისგან ვეტოს უფლების გამოყენებას”, – განაცხადა დარჩიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც “უშიშროების საბჭოს” შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს.
პროექტის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენცია მხოლოდ სამხედრო აღმშენებლობასთან და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხებით შემოიფარგლება. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ცვლილებებით უშიშროების საბჭოსა და მისი ხელმძღვანელის, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მოქმედ კონსტიტუციასთან მოდის შესაბამისობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები