თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებზე: როდესაც ასი საქმიდან ასივე გაქვს წაგებული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იურიდიული თვალსაზრისით, შენი პოლიტიკური ინსინუაციები ნაკლებად საინტერესოა

„როდესაც ასი საქმიდან ასივე გაქვს წაგებული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იურიდიული თვალსაზრისით, შენი პოლიტიკური ინსინუაციები ნაკლებად საინტერესოა,“- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე საუბრისას განაცხადა.

„სააკაშვილზე, როდესაც განაჩენი იყო დამდგარი ამბობდნენ, რომ დაირღვა ადამიანის უფლებები, განიხილა სტრასბურგმა. გახსოვთ რა გადაწყვეტილება მიიღო? მელიაზე, გვარამიაზე რა გადაწყვეტილება მიიღო, გახსოვთ? გავყვე თავიდან ბოლომდე?! როდესაც ასი საქმიდან ასივე გაქვს წაგებული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იურიდიული თვალსაზრისით, შენი პოლიტიკური ინსინუაციები ნაკლებად საინტერესოა. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება დაადანაშაულო ქართული სახელმწიფო და მიუთითონ, რომ არღვევს სახელმწიფო უფლებებს, თუ ეს სამართლებრივად იქნება დადგენილი“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები