ილიაუნი მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ილიაუნის უნივერსიტეტში მომხდარი შემზარავ ფაქტს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ეხმაურება. მათი ინფორმაციით უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტის გამო, უნივერსიტეტის A,B,C და D კორპუსებში სწავლა ხვალამდე შეჩერდა. “გაცნობებთ, რომ დღეს მომხდარი ფაქტის გამო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A,B,C და D კორპუსებში სწავლა ხვალამდე შეჩერებულია! “-აღნიშნულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ილიაუნიში შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ დაჭრა შემდეგ კი თავი მოიკლა. ახალაზრდა ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია, მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები