ირაკლი კობახიძე – ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები
ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები.
„ნატო-სთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ერთობლივი წვრთნებისა და სხვა ღონისძიებების ფორმატში.
აქტიურად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რასაც აქვს თავისი შედეგი.
ბუნებრივია, ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.