სენაკის თხილის საწარმოში 220 ადამიანი დასაქმდება – საწარმო პრემიერმა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში თხილის ბუნებრივი საშრობი და გადამამუშავებელი საწარმო „კედა“ დაათვალიერა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.
როგორც პრემიერს საწარმოს მფლობელმა განუცხადა, პროგრამის დახმარებით, შენობის სარემონტო სამუშაოებისა და მანქანა-დანადგარების შესაძენად, კომპანიამ 600 000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო.
“ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია მიტოვებული ქარხნების აღდგენა, გადაიარაღება. თანამედროვე ქარხნებისა და საწარმოების გახსნა ხელს შეუწყობს დასაქმებას, ფერმერების მოტივაცია და ეკონომიკა გაიზრდება. რაც ასევე მნიშვნელოვანია, საწარმო მუშაობს ISO სერთიფიკატის მოპოვებაზე”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საწარმო, სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, თხილის ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანია 220 ადამიანს დაასაქმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები