„მამაკაცმა მოკლე დროში განახორციელა გასროლა და დაცვის წევრებმა რეაგირება ვერ მოასწრეს”

ილიაუნიში მომხდარი შემზარავი შემთხვევის გამო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
როგორც „კვირას“ ილიაუნის პრესსამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა განუცხადა, უნივერსიტეტში დამონტაჟებულ კამერებზე აღბეჭდილია, როგორ შევიდა და გადაადგილდებოდა უნივერსიტეტის ლექტორის ყოფილი მეუღლე შენობაში.
მისივე თქმით, მამაკაცმა იმდენად მოკლე დროში განახორციელა გასროლა, რომ უნივერსიტეტის დაცვის წევრებმა რეაგირება ვერ მოასწრეს.
შეგახსენებთ, რომ ილიაუნში შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. უნივერსიტეტის ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემლაშა მაღრაძემ სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ახალგაზრდა ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია, მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები