გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 ვეტერანი, 10 დღით საზღვაო კურორტ ქობულეთში დასასვენებლად გაემგზავრა
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 ვეტერანი, 10 დღით საზღვაო კურორტ ქობულეთში დასასვენებლად გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას, გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვეტერანებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, პროექტი ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად დააფინანსა. მერიის მხრიდან თანადაფინანსების ღირებულებამ 10 000 ლარს შეადგენს.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესების ხელშეწყობის ცენტრი.“