რუსთავში, კიდევ ორი ახალი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

რუსთავში, მოქალაქეების ჩართულობით, შიდა საუბნო სივრცეების მოწყობის პროცესი აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქში ახალი რეკრეაციული სივრცე, კიდევ ორ მისამართზე მოეწყობა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ნიკოლაძის ქუჩისა და მე-8-ე მიკრო რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ.

ქალაქის მერმა და პარლამენტარმა, ნიკოლაძის #5 და #7-ის, ასევე მე-8-ე მიკრო რაიონის #5 და 5ა-ს მიმდებარედ ახალი სკვერების მოწყობის პროექტები, მოსახლეობას გააცნეს და მათთან ერთად განიხილეს.

,,რუსთავში კიდევ ორი ახალი შიდა საუბნო სივრცის მოწყობა მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ, რომ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად აქ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთავს ორი ახალი თანამედროვე და მწვანე რეკრეაციული სივრცე შეემატება”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ნიკოლაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო ტერიტორიის საერთო ფართობი 4600 მ2-ს შეადგენს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ძველი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედანი, დასასვენებელი სკამები, გარე განათების ქსელი და საპარკინგე სივრცეები.

მე-8 მკ/რ-ის #5 და #5ა-ს შორის სარეაბილიტაციო სივრცის საერთო ფართობი 1000 მ2-ს შეადგენს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო მოედნისა და გარე განათების ქსელის მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია გამწვანების სამუშაოები და საპარკინგე სივრცეების მოწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება დასასვენებელი სკამები და ურნები. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ორივე მისამართზე დღეს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები