ირაკლი ღარიბაშვილმა ცაიშში მშენებარე სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მშენებარე მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა „Stimor Associates”-ი დაათვალიერა.
როგორც მთავრობის მეთაურს სასათბურე მეურნეობის მფლობელმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განუმარტეს, მშენებლობა სოფელ ცაიშში 2014 წლის ივნისში დაიწყო და პირველი ეტაპი ნოემბერში დასრულდება. ინვესტორი 3 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სასათბურე მეურნეობის გაფართოებას და 5 წლის განმავლობაში 30 ჰექტარი ფართობის ათვისებას გეგმავს. ობიექტზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 30 მილიონი დოლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები