შუასოფელში ახალი დაწყებითი სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ შუასოფელში, დაწყებითი სკოლის მშენებლობა გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მეორე სართულის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მშენებლობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მოსწავლეები, ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას. ახალი სკოლა მოსწავლეებს უსაფრთხო და კომფორტულ სასწავლო გარემოს შეუქმნის. პროექტი, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება, რომლისთვისაც 300 000 ლარამდეა გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები