რესპუბლიკურ საავადმყოფოში ილიაუნში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის გადარჩენას ცდილობენ

ილიას სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, მაკა წივწივაძე, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნული ფაქტი „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა ნატა ხურციძემ დაუდასტურა.
ხურციძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მედიკოსები მის გადარჩენას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ ილიას უნივერსიტეტში რამდენიმე წუთის წინ შემთხვევა მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, ინგლისური ენის პედაგოგს ცეცხლსასროლი იარაღი ყოფილმა ცოტა ხნის წინ ესროლა. რის შემდეგაც ყოფილმა ქმარმა თავი მოიკლა. ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, 1981 წელს არის დაბადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები