ილია მეორე კვიპროსში გაემგზავრა

საქართველოს პატრიარქი კვიპროსში გაემგზავრა. ილია მეორე კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს მეორის მიწვევით დღეს გაემგზავრა.
კვიპროსში გაიმართება ერთობლივი წირვა, უწმინდესი მოილოცავს იქ არსებულ უძველეს ქართულ მონასტერს ღალიას, ასევე ილია მეორე კიკოსის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერსაც ესტუმრება, სადაც ასევე პარაკლისს გადაიხდის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი საქართველოში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები