გოეთეს ინსტიტუტში დოკუმენტური ფილმების სტუდიის პრეზენტაცია გაიმართა

ფესტივალ „CinéDOC–Tbilisi“-ის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტში საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის დასასრულს რეჟისორ ლევან ადამიას ფილმი – „პატარა ქართველი ვარ“ აჩვენეს, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა. „CinéDOC–Tbilisi“ გრძელდება და საფესტივალო პროგრამაში არაერთი ფილმის ჩვენება, მასტერკლასები და ტოქშოუების ჩატარებაა დაგეგმილი.
კინოფესტივალის დირექტორის არჩილ ხეთაგურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თუ როგორი ფილმების გადაღებას გააგრძელებს დოკუმენტური ფილმების სტუდია.
„ ეს არის ძალიან საინტერესო პრეზენტაცია, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიცავს დოკუმენტური ფილმების სტუდიას. ეს მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, აქ არის განვითარება, თუ როგორ, რა სახის ფილმების გადაღებას გააგრძელებს დოკუმენტური ფილმების სტუდია“, – განაცხადა კინოფესტივალის დირექტორმა არჩილ ხეთაგურმა.
რეჟისორ ლევან ადამიას განცხადებით, ფილმი პატარა ქართველებზეა.
„ფილმი არის პატარა ადამიანებზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებთაც აქვთ სოციალური ადაპტაციის გამოწვევა და, ამასთან, იბრძვიან. შეძლებისდაგვარად, დავაფიქსირეთ რამდენიმე ადამიანის ცხოვრება“, – განაცხადა ლევან ადამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები