„ყაზბეგიჰესი კიდევ ერთი წინგადადგემული ნაბიჯია, ოპონენტებისთვის კი – უსაფუძვლო დარტყმა“

ყაზბეგიჰესი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, ოპონენტებისთვის კი – უსაფუძვლო დარტყმა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ყაზბეგიჰესის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა „ყაზბეგიჰესის“ რეგიონული, პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვის შესახებ ისაუბრა. კახა კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა და მიულოცა ყველას, ვინც ჰესის მშენებლობაში მონაწილეობდა.
„ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოს რეგიონების გამოცოცხლება და დიდ ქალაქებში, ან თუნდაც უცხოეთში სამუშაოდ წასული მოსახლეობის მაქსიმალური ხელშეწყობაა, რომ დაბრუნდნენ თავიანთ სახლ-კარს. საქართველოს მთავრობას არაერთგზის აღუნიშნავს საქართველოს მთის პრიორიტეტულობა. მთის რეგიონები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რაც ძალიან სამწუხაროა – ფაქტობრივად, დაცლილია. არ არის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, არ არის ინფრასტრუქტურა, და რაც ყველასთვის ძალიან დიდი პრობლემაა – სამუშაო ადგილები. ენერგეტიკის, ენერგოსექტორის სწრაფი და მოცულობითი განვითარება და დამოუკიდებლობა არის საწინდარი, რომ ეკონომიკა განვითარდეს. კონკრეტულად ასეთი ენერგოობიექტების გახსნა მსგავს რეგიონებში უზრუნველყოფს დასაქმებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ადგილობრივი მომხმარებლის საკუთარი ენერგორესურსით მომსახურებას, რაც ხელს შეუწყობს მათ შრომით საქმიანობას. ხელი შეეწყობა ამჟამად მთელს მსოფლიოში პოპულარულ ეთნოტურიზმის განვითარებას და მეტ პოპულარიზებას საქართველოს მთიანეთში. ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ამ რეგიონში მობრუნებული ახალგაზრდობა, ტურისტული გზები და მარშრუტები, ადგილობრივი წარმოების განვითარება – ესაა ის პერსპექტივა, რაც უკვე ნათლად ჩანს უახლოეს მომავალში, კონკრეტულად, ამ ადგილისთვის და ეს ჩვენი ერთობლივი მონდომებისა და მუშაობის შედეგი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები