“ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ჩორჩანას საკითხი, სადაც მილიონ კვადრატულ მეტრზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, პირი უნდა გამოიკითხოს ფიზიკურად” – მაჭარაშვილი
“ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ჩორჩანას საკითხი, სადაც ტერიტორიაზე, მილიონ კვადრატულ მეტრზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, აქ პირი უნდა გამოიკითხოს ფიზიკურად”, – ამის შესახებ “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
აღნიშნულით ის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას კვლავ დაბარების საკითხს გამოეხმაურა.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი, თუმცა, გახარია პარლამენტში არ მიდის
“დადგა საგუშაგო და ვითომ კარგი გააკეთა, წინააღმდეგობაში მოვიდა იქ მცხოვრები ხალხის ახსნა-განმარტებებთან. გახარიას უფრო დაეჯერება ტერიტორიები, ფაქტობრივად დაიკარგა იქ, თუ იმ ხალხს ვინც იქ ცხოვრობს. ეს ხალხი ამბობს, რომ მილიონი კვადრატული მეტრი იყო, სადაც ისინი დადიოდნენ და სარგებლობდნენ, საგუშაგოს დადგმამდე და ამ ტერიტორიებით ვეღარ სარგებლობენ, საგუშაგოს დადგმის შემდგომ”, – ამბობს მაჭარაშვილი.