სამტრედიაში, ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში მორიგი ახალი მინი სტადიონი აშენდა

სამტრედიის მერიის ინფორმაციით, ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სტადიონი გაიხსნა.
მათივე ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.

,,სტადიონის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა სტურუა. როგორც მერმა აღნიშნა, მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის.

სტადიონი აღჭურვილია ხელოვნური საფარით და საჭირო ინფრასტრუქტურით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები