აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულხან თამაზაშვილმა გიორგი ჯინჭარაძეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და დევნილთა მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები