მაკედონიაში 17-წლამდელთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მურთაზ ბაღდავაძე მეორე ადგილზე გავიდა

მაკედონიის ქალაქ სკოპეიში, 17-წლამდელთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ევროპის პირველობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის სპორტის აიპი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენი მურთაზ ბაღდავაძე, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა (მწვრთნელი პაატა ნოზაძე). მათე ცინაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ( მწვრთნელი თეიმურაზ მურღულია).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები