„რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ლევან მასპინძელაშვილი და სალომე ტეტიაშვილი დაუპირისპირდებიან

„რუსთავის 2“-ის პირდაპირ ეთერში, დღეს, სატელევიზიო პროექტ “ბრავოს” მეორე პირდაპირი ეთერი შედგება.
როგორც უკვე ცნობილია, მუსიკალურ კონკურსში ერთმანეთს ლევან მასპინძელაშვილი და სალომე ტეტიაშვილი დაუპირისპირდებიან.
აქედან, ლევანის ლობისტები “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული ნინა სუბლატი და X Factor-ის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი იქნებიან. ხოლო, სალომეს პოპულარულ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” პატარ ტასოსა და ჯეკოს როლის შემსრულებლები ქეთა და გიორგი დაუჭერენ მხარს.
ლობისტებს კონკურსანტების მხარდასაჭერად სპეციალური ნომრების შესრულება მოუწევთ. სანახაობრივი შოუ კი საღამოს 11 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები