ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2015 წლის ბოლოს ამოქმედდება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2015 წლის ბოლოს ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვიმ გაავრცელა.
„ეს გზა არის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად ტრანზიტის კუთხით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ტვირთი 10-ჯერ გაიზრდება. განვიხილეთ თემები აზერბაიჯანული და თურქული მხარეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა.
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინოგზო დერეფანთან დაკავშირებით პროექტის განხორციელებასა და მშენებლობის გადაწყვეტილება სამი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს. ამ პროექტს ეკონომიკური დატვირთვაც აქვს და ეკონომიკურიც. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ სამუშაოებს და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დასასრულს სარკინიგზო მაგისტრალი უკვე ექსპლუატაციაში შევა“, აღნიშნა ზია მამედოვიმ. „თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი არის სამი მეგობარი ქვეყანა, რომელიც დგამს ერთობლივ ნაბიჯებს წარმატების მისაღწევად. ჩვენ დავინახავთ მომავალში რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებული იქნება როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე კულტურული და სოციალური მიმართულებებით“, განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლუტფი ელვანიმ. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ქართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებაში თურქული კომპანიების ჩართვაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები