“საქართველოს პარლამენტი ვერ აყალიბებს პოზიციას რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიასთან დაკავშირებით”

შოკისმომგვრელია, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ აყალიბებეს პოზიციას რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიასთან დაკავშირებით, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშილმა გააკეთა.
„ეს არის მართლა შოკისმომგვრელი, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ აყალიბებს პოზიციას რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიასთან დაკავშირებით. თუ საქართველოს პარლამენტს ეს გაუჭირდა, და თუ ჩვენ დღეები და თვეები გვჭირდება ანალიზისთვის – რას ნიშნავს აფხაზეთის ანექსია, ეს უკვე ყველანაირ მოლოდინს სცდება იმისას, თუ რა შეიძლება გააკეთოს უმრავლესობამ, ამიტომ თუ რაღაცა ჩვენს ტექსტში არ მოგვწონს, გვითხრან, ტექსტზე ვიმსჯელოთ და შევათანხმოთ მუხლები“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები