წულუკიანი: მალე ჩვენ შევძლებთ, ვიზალიბერალიზაციის პირველი ფაზა წარმატებით დავხუროთ

“რამდენიმე კვირაში, ჩვენ შევძლებთ, ვიზალიბერალიზაციის პირველი ფაზა წარმატებით დავხუროთ”, – აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
თეა წულუკიანის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ სამოქმედო გეგმის პირველი, მოსამზადებელი ეტაპი რამდენიმე კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც ქვეყანა დოკუმენტის მომდევნო ეტაპზე, უშუალოდ განხორციელების ფაზაზე გადავა.
“ჩვენ გავიარეთ ბოლო საკითხები, რომელიც უნდა შეეხოს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით დახურვას. ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში ჩვენ შევძლებთ პირველი ფაზა წარმატებით დავხუროთ და გადავიდეთ იმპლემენტაციის შემდეგ ეტაპზე, რაც დროსთან ერთად საქართველოს მისცემს საშუალებას, გახსნას საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებთან”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები