ირაკლი ლატარია სენატორ შაჰინის განცხადებაზე: ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ექსპერტი ირაკლი ლატარია ეხმიანება ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან “ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ” ცნობები, ქართული დემოკრატიისთვის დარტყმად მიიჩნია.

მისი განცხადებით, ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ რომ არ გაამართლა, ბოლო გზად სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება დარჩათ, ხოლო, დიდი ფულის მოპარვა და იმ ადამიანების “გადაგდება”, ვინც გენდობა, მარტივი ხდება, როცა სწორედ შაჰინისნაირ ყველაფერზე წამსვლელ ადამიანს იპოვი.

“ჩემი დიდი ხნის ნაცნობი მხვდება და მეუბნება: აზრზე ხარ რა ჭკვიანია ეს ბაჩიაშვილი, რომ ამხელა ფული მოუტეხა ივანიშვილსო.?….
ჩვენი დიალოგი არ არის საინტერესო მაგრამ რახან ერთ ადამიანს აღნიშნული აზრი დაუფიქსირდა, ე.ი სხვაც ასე ფიქრობს, ახლა ჩემი პასუხი ამ ყველაფერზე:
რა თქმა უნდა ბაჩიაშვილი არის ჭკვიანი, მაგრამ ჭკვიანი განა იმიტომაა რომ ასეთი ნაბოზრობა ჩაიდინა? არა, იმიტომაა ჭკვიანი რომ ამხელა თემა ანდო ივანიშვილმა, მაგრამ ეგ ჭკვიანურობა ჩემთვის ფასდება პროჭობად და არაკაცობად!
ე.ი. რა ხდება?..!!!
მიდიხარ ბიძინა ივანიშვილთან, ეუბნები პროექტს და სთხოვ დაფინანსებას.. ივანიშვილი გენდობა, გაძლევს იმის საშუალებას რომ შენ და შენი გუნდი დასაქმდეს, საკუთარი შესაძლებლობები გამოამჟღავნოს და იშოვო ფული – ბევრი ფული!!! გადის დრო, შენ მოგწონს ასე, სხვისი ფულიდან საკუთრის, ძალიან ბევრი ფულის შოვნა და გიჩნდება ახვრული ზრახვები – გადააგდო ის, ვინც შენ გენდო და უამრავი ფული გაშოვნინა /ეს ჭკვიანურობა არა, დედამო…ულობაა/.. იცი რომ ამხელა ფულის მოტეხვას, გათეთრებას არავინ შეგარჩენს და რას იწყებ? .. შენნაირი ნაბოზარი ოპოზიციონერების მოსყიდვას და კივილს: ხალხნო, მჩაგრავენ ადამიანს, რომელიც ვუპირისპირდები ხელისუფლებას… უხდის თანხას ტელევიზიებს (ნაბოზრების ტელევიზიებს) და რა თქმა უნდა ლობისტებს, ისეთებს როგორიცაა ჯიმ შაჰინი, ქალი რომელსაც შეუძლია პედოფილიც კი გააპრავოს თუ კარგად გადაუხდი!!!
ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, ქვაზე დახატული ეშმაკი შაჰინის გამობრძანება…
მართლა რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა”.. ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯიმ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი არსება და ეგაა – გმირიც გამომცხვარია, თავისივე მანიაკი ტელევიზიების წივილით!!!
მოკლედ პასუხი იმაზე ბაჩიაშვილი ჭკვიანია თუ არა, არა – მაგას ჭკვიანურობა არა, ნაბოზრობა და დანაშაული ჰქვია! წერტილი…”- წერს ირაკლი ლატარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები