“ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების მხარდამჭერ რუპორად, რომელიც აბსოლუტურად არ ინტერესდება რეალური ინფორმაციით და ცდილობს, დაასხას წყალი წისქვილზე, რომელიც რადიკალების დღის წესრიგს ემსახურება” – მიქანაძე

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად, რომელიც აბსოლუტურად არ ინტერესდება რეალური ინფორმაციით და მხოლოდ ცდილობს, დაასხას წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რადიკალების დღის წესრიგს ემსახურება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე აცხადებს.

მისი თქმით, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰელსინკის კომისია გადაიქცა რადიკალების ერთგვარ მხარდამჭერ რუპორად.

“საზოგადოება უკვე ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი მიკერძოებულები არიან და მათი მიზნები სცდება იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია და მოვლენების არასწორ ინტერპრეტაციას უწყობს ხელს”, – ამბობს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები