“ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიის, და არა მხოლოდ გერმანიის ელჩი, დიდი ხანია, გავიდა ვენის კონვენციის ფარგლებიდან და აქტივისტების მფარველად მოგვევლინა” – შარმანაშვილი

“ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიის, და არა მხოლოდ გერმანიის ელჩი, დიდი ხანია, გავიდა ვენის კონვენციის ფარგლებიდან და, ჩვეულებრივად, აქტივისტების მფარველად მოგვევლინა საქართველოში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.

“ამ ელჩის განზრახვაა, შეკრიბოს ეს ადამიანები, გაუკეთოს პიარი. დარწმუნებული ვარ, ფინანსური ფონდებიც არის გამოყოფილი, რათა უზრუნველყონ საქართველოში რევოლუციური სიტუაცია. ეს ადამიანები, რომლებიც შეიძლება ამ სიტუაციაში იყვნენ გამოყენებულები, წარმოაჩინონ პიარულად და სხვა ფორმებით”, – განმარტავს შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები