საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება, სხდომა მომდინარეობს.

პროცესს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არ ესწრება.

სასამართლოს პროცესს გერმანიისა და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.

მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო, ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები