პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ვეტერანები სათანადოდ იყვნენ დაფასებულნი და მათი ცხოვრების პირობები ღირსეული იყოს. „ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები სათანადოდ იყვნენ დაფასებულნი და მათი ცხოვრების პირობები ღირსეული იყოს. მჯერა, სამშობლოს წინაშე მათი თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის, და ჩვენ, ყველანი ერთად, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გამთლიანდება, ფეხზე დადგება და სულ მალე ისეთი ქვეყანა გვექნება, როგორზეც ჩვენი დიდი წინაპრები ოცნებობდნენ“, – აღნიშნავს პრემიერ–მინისტრი ვეტერანებისადმი მიძღვნილ მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები