გასულ ღამეს, ირანის მიერ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა.
CNN-ის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
სარაკეტო იერიშების შედეგად დაშავებული მოქალაქეები კლინიკებში გადაიყვანეს.
ირანში კი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კვირას გაკეთებული განცხადების თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ამ დრომდე, სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა, 1277 კი ჰოსპიტალიზებულია.