რუსეთის მიერ ხარკოვზე დრონებით იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა, მათ შორის რვა მცირეწლოვანია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ რაიონებს 17 „შაჰედის“ ტიპის დრონით შეუტია. შეტევის შედეგად საცხოვრებელი სახლები, სათამაშო მოედნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საწარმოები დაზიანდა.