იტალიელი პოლიციელები ქართველ ქალბატონს ეძებენ

  რამდენიმე დღეა იტალიელი პოლიციელები 52 წლის ლალი ნამჩევაძეს ეძებენ, რომელიც 2 წელია შვილთან ერთად იტალიაში იმყოფება. ნამჩევაძის მეუღლე თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ცხოვრობს. როგორც მან შვილისგან შეიტყო, ლალი ნამჩევაძე სახლიდან 11 თებერვალს ნაგვის გადასაყრელად გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები ქალბატონს სახლში ჰქონდა დატოვებული. ქალბატონის მეუღლის თქმით, ლალი ნამჩევაძემ რამდენიმე დღის წინ თავის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც თავს შეუძლოდ გრძნობდა. ქალბატონი ამჟამად უმუშევარი იყო. იტალიის პოლიცია დაკარგულ ქალბატონს ამ დრომდე ვერ პოულობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები