17 ოქტომბერი

10:00
“ქორთიარდ მარიოტში”, კარიერული გამოფენა „Hiring the Future” გაიმართება.
10:00
საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი “საქართველოს ინოვაციების კვირეულის” შემაჯამებელ ნაწილს გახსნის.
10:00
“რედისონში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის III საერთაშორისო კონფერენციას “ტაო-კლარჯეთი” გახსნის. კონფერენციას დაესწრება 80 მეცნიერი, რომელთაგან 30–მდე უცხოელია.
11:00
კომპანია „რიჩ მეტალს გრუპის (არემჯი)“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ყველა დაინტერესებული მედიასაშუალებისა და მათი წარმომადგენლებისთვის საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტზე სპეციალური საინფორმაციო ტური მოეწყობა. მისამართი: ვარდების მოედანი. საკონტაქტო პირი: ნატალი ნოზაძე 599 18 55 00
11:00
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, “ვეტერანის დღე” დაარსდება. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე “დენდრო პარკში” ღონისძიება გაიმართება და “ვეტერანის პარკის” გაშენება დაანონსდება.

11:00
NEW
დოლიძის ქუჩაზე, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი, მისი ინიციატივით და საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით განხორციელებულ ქუჩის გამაგრებით სამუშაოებს დაათვალიერებს. ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძეც დაესწრება. მისამართი: დოლიძის ქ. 120
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უგულავას განცხადება ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის მორბუნების საკითხზე, უარი საქართველოს დათა ახალაიას ექსტრადირებაზე.
11:30
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „თავისუფალი თაობის“ წევრები ანი დარსალია და ნინო ბუჩუკური ბრიფინგს გამართავენ. თემა: საქველმოქმედო ინიციატივა სტუდენტთა დახმარების შესახებ.
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, განათლებისა და კულტურის სხდომა გაიმართება.

12:00
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
12:00
საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
12:00
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:00
NEW
“თბილისი რუმსში”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: კოსტავას 14 საკონტაქტო ნომერი: 568 18 00 10 თუთა
12:00
NEW
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: აბაშიძე-კარასინის შეხვედრა, უგულავას განცხადება ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის მობრუნების საკითხზე, უარი საქართველოს დათა ახალაიას ექსტრადირებაზე.
12:30
“პირველ პრესკლუბში” საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთ-აფხაზეთის შორის ინტეგრაცია და საფრთხეები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ირაკლი კოვზანაძესთან ერთად საპარტნიორო ფონდის პროექტის, ე.წ. „სენდვიჩ პანელების“ საწარმო „პანექსის“ სამშენებლო სამუშაოებს დათვალიერებს. საწარმო ქ. რუსთავის გზატკეცილზე შენდება და იტალიური საწარმოს ხაზისა და კორეული კომპანიის დამხმარე დანადგარებით აღიჭურვება.
13:00
“პირველ პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
NEW
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ 3 თვიანი სასამართლო მონიტორინგის დეტალური ანგარიშის შედეგებს გაასაჯაროვებენ, ასევე წინა თვეების მონიტორინგის შედეგებთან შეადარებენ. სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. საკონტაქტო ნომრები: 555 64 63 12 ქეთი. 574 07 97 16 ლაშა გიორგაძე.

16:00
ხარაგაულში, უახლესი აპარატურით აღჭურვილი კინოკლუბი საზეიმოდ გაიხსნება. კინოკლუბის გახსნას, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები კონცერტით აღნიშნავენ.
17:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” მხატვარ მიშა (მიხეილ) იაშვილის (1954-2012) ნამუშევრების გამოფენას გახსნის. მისამართი: გუდიაშვილის ქ. 1. საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
18:30
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები