ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში

მინდა ერთი ექსკლუზიური ინფორმაცია წინასწარ გაგაცნოთ, რომ მაქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, ამერიკულ ხომალდზე მიღების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ის ძალიან ბევრს ფიქრობს აფხაზების ბედსა და მომავალზე, თუმცა პრემიერმა იდეის გაჟღერებისგან თავი შეიკავა.
“თუმცა მე მანამდე თავს შევიკავებდი ამ იდეის საჯაროდ გაჟღერებისგან, ვინაიდან ჯერ მსურს, რომ უსაფრთხოების ფორმატში მოხდეს ამ იდეის განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ საჭიროდ ჩავთვლით, გახდება საჯარო. განვიცდი ჩვენი ოსი და აფხაზი ძმების ყოფას და მდგომარეობას. ჩვენ მათზე ბევრს ვფიქრობთ და მე მინდა, რომ ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც წაადგება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები