“სასურველია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს კარგი ურთიერთობები ჰქონდეთ, მაგრამ ევროკავშირი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არ აქვს შნო, საქართველოს მიუთითოს რეფორმები” – ბრიტანელი დიპლომატი

“სასურველია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს კარგი ურთიერთობები ჰქონდეთ, მაგრამ ევროკავშირი თავად ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არ აქვს იმის შნო, საქართველოს მიუთითოს რეფორმებით”, – ამის შესახებ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან საჭიროა, სასურველია კარგი ურთიერთობები.

„პრორუსული“ იარლიყის მიწებება არის სრული სისულელე – საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს და მას ამ დროს პრორუსულობაში სდებენ ბრალს. ეს ძალიან უცნაურია.

საქართველოს, სხვათა შორის, ძალიან დაბალანსებული სავაჭრო და საინვესტიციო კავშირი აქვს მსოფლიო მასშტაბით. მე გასულ წელს შევისწავლე ეს საკითხი არჩევნებით დაინტერესებისას და ბევრ სახელმწიფოსთან გაქვთ სავაჭრო ურთიერთობები, არის ბევრი ინვესტიცია სხვადასხვა სახელმწიფოდან. ეს ძალიან ჯანსაღი მიდგომაა და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს.

თავად ევროკავშირია ახლა უკრაინის ომით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისში. გაიზარდა ენერგიის ფასები, ხდება დეინდუსტრალიზაცია. დიახ, სასურველია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს კარგი ურთიერთობები ჰქონდეთ, მაგრამ ევროკავშირი თავად ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არ აქვს იმის შნო, საქართველოს მიუთითოს რეფორმები. ევროკავშირს თავად აქვს ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევა“, – განაცხადა იან პრაუდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები