ვახტანგ ჩოჩია: სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ საგამოძიებო უფლებამოსილებები მიანიჭოს კონსტიტუციურად დამოუკიდებელ ორგანოებს

,,ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ექვემდებარებოდა პროკურატურას და იგი ახორციელებდა ზედამხედველობას”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ, არსებითად არაფერი იცვლება და „პროკურატურის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებებით კონსტიტუციურად უფრო გამართული წყობილება იქნება მიღებული.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ საგამოძიებო უფლებამოსილებები მიანიჭოს კონსტიტუციურად დამოუკიდებელ ორგანოებს. აქედან გამომდინარე მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ის დაუქვემდებაროს საქართველოს პროკურატურას. თუმცა, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ექვემდებარებოდა პროკურატურას და იგი ახორციელებდა ზედამხედველობას, აქედან გამომდინარე არსებითად არაფერი იცვლება, უბრალოდ კონსტიტუციურად უფრო გამართულ წყობილებას მივიღებთ“, – აღნიშნა ჩოჩიამ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს „პროკურატურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები