„რუსეთისთვის საქართველოს მიერ სანქციების დაწესების მოთხოვნა იყო არარეალური და უაზრო” – ბრიტანელი დიპლომატი

ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა – იან პრაუდმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა, თუ რა გავლენის მოხდენა შეეძლო საქართველოს სანქციების დაწესებით რუსეთზე.

„რუსეთისთვის საქართველოს მიერ სანქციების დაწესების მოთხოვნა იყო არარეალური და უაზრო. დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთის ფედერაციას უკვე 20 ათასზე მეტი სანქცია დაუწესეს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ეკონომიკები ერთობლიობაში უზარმაზარია და მიუხედავად ამისა, მათ ვერანაირი ზეგავლენა ვერ შეძლეს უკრაინაში რუსეთის საქციელზე.

ის, რომ საქართველოს შეუძლია, 100, გნებავთ 120 სანქციის დამატება მოსკოვისთვის, ეს ხომ არაფრის მომტანი იქნებოდა – თუ მანამდე 20 ათასი სანქციით ვერ მოხერხდა მიზნის შესრულება, ამ ფონზე სხვა სახელმწიფოებს არავინ უნდა მოუწოდებდეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ.

სინამდვილეში საჭიროა სხვა სტრატეგიის განხილვა, მაგალითად მშვიდობის. დავასრულოთ ეს ომი, იმის მაგიერ, რომ სხვა სახელმწიფოებს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოვთხოვოთ. ეს კი როგორც თქვენ სწორად შენიშნეთ მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ნგრევის მომტანი იქნება“, – განაცხადა იან პრაუდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები