გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის გამჭვირვალობა დემოკრატიის დასამარებაა და ევროკავშირისა და ბრიტანეთისთვის გამჭვირვალობაზე თანამშრომლობა მისაღებია

„ჩვენთვის გამჭვირვალობა დემოკრატიის დასამარებაა და ევროკავშირისა და ბრიტანეთისთვის გამჭვირვალობაზე თანამშრომლობა მისაღებია,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აცხადებს.

„ჩვენთვის გამჭვირვალობა, FARA-ს კანონის შემოღება არის დემოკრატიის დასამარება და ევროკავშირისა და ბრიტანეთისთვის მისაღებია გამჭვირვალობაზე თანამშრომლობა. აი ამ ორმაგ სტანდარტზე გვქონდა ზუსტად საუბარი, რომ ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, სუვერენულ სახელმწიფოს, სრული უფლება გვაქვს, ვფლობდეთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა დაფინანსება შემოდის სახელმწიფოში და რას ხმარდება ეს დაფინანსება, რომ ქვეყანა ამ მუდმივი რყევებისგან გათავისუფლდეს. ეს არის და ეს. ამ ორმაგ სტანდარტებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი“, – განაცხადა სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დემოკრატიის ფარის“ ჯგუფის ევროპარლამენტარები მიმდინარე კვირაში ლონდონს ესტუმრნენ, რათა გაეზიარებინათ გამოცდილება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში და განეხილათ როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე ევროკავშირის საკანონმდებლო პასუხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები