აბაშიძეს და კარასინს რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე განსხვავებული ხედვები აქვთ

რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმებასთნ დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლს ზურაბ აბაშიძეს და გრიგორი კარასინს განსხვავებული ხედვები და პოზიციები აქვთ. ამის შესახებ აბაშიძემ ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების განაცხადა.
“რადიკალურად განსხვავებული ხედვები და რადიკალურად განსხვავებული შეფასებები გვაქვს. ჩემი მხრიდან ავუხსენი, თუ რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული, რა სირთულეებს შეუქმნის ეს ჩვენს ურთიერთობებს, რაც ჩვენ წამოვიწყეთ. ჩვენი მხრიდან ეს შეფასდება, რა თქმა უნდა, როგორც აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისი სამართლებრივი დასკვნებით ჩვენ შევეცდებით ჩავრთოთ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ პროცესში”, – განაცხადა აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები