დათა ახალაიას პირველი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, სასამართლოს განაჩენი ადასტურებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
„კიდევ ერთმა ევროპულმა სასმართლომ დაამტკიცა, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა, ადამიანებს უთითხნიან პოლიტიკურად კრიმინალურ საქმეებს და ჩვეულებრივად მოხდა ის, რასაც ველოდებოდი. მთელი ევროპა არის გაკვირვებული, რაც საქართველოში ხდება. დიდი მადლობა სასამართლოს, რომელმაც გაიზიარა ჩემი პოზიცია და გამამართლა ყველა იმ საქმეში, რაც საქართველოში შემითითხნეს“, – განაცხადა დათა ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ დათა ახალაიას საქართველოს არ გადმოსცემენ. ბერძნულმა მხარემ კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის ექსტრადიციაზე უარი თქვა.
კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. დაკავებიდან მალევე ყოფილი მაღალჩინოსანი, გირაოს სახით, 100 000 ევროს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისა და გირგვლიანის მკვლელობის საქმეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები