თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა

Microsoft-ისა და Nvidia-ს მიერ ორგანიზებული AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით სულ 16 სტარტაპი შეარჩიეს, თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი მოხვდა.

HALF-CHAIN, FINA და GAIN საერთაშორისო ფინალისტთა ჯგუფში მოხვდნენ. ფინალისტი სტარტაპები მონაწილეობენ ექვსკვირიან ინტენსიურ აქსელერაციაში, რომელიც მოიცავს Microsoft-ისა და Nvidia-ს ტექნიკური და სტრატეგიული ექსპერტების მენტორობას. პროგრამის კულმინაციაა 13 ივნისს, ვარშავაში დაგეგმილი დემო დღე, სადაც სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქტები წარუდგინონ გლობალური, ტექნოლოგიური და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, მათ შორის: Mastercard, Microsoft, Nvidia და სხვა საერთაშორისო საბანკო და სადაზღვევო კორპორაციებს.

პროგრამის მხარდამჭერ პარტნიორთა შორის, წელს პირველად გამოჩნდა თიბისი — რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი ტექ ეკოსისტემისა და სტარტაპების განვითარებას და მათ საერთაშორისო პლატფორმებთან ინტეგრაციას.

13 ივნისს, დემო დღეზე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი- გიორგი ყანჩაველი მიწვეულია ჟიურის წევრად, რაც ხაზს უსვამს კომპანიის რეპუტაციასა და ტექნოლოგიური ლიდერობის სტატუსს რეგიონში. ჟიურის წევრობა ნიშნავს უშუალო ჩართულობას სტარტაპების შეფასების პროცესში და ხელოვნური ინტელექტის მომავლის შესახებ თიბისის ხედვის გაზიარებას ფინანსურ სექტორში.

თიბისი განაგრძობს აქტიურ ჩართულობას ტექნოლოგიურ ინიციატივებში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, და მიზნად ისახავს ქართული სტარტაპების გლობალურ წარმატებაში თანამონაწილეობას.  R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები