მექსიკაში ავარიას 11 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში ავტობუსის ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

ადგილობრივი სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის გავრცელებული ინფორმაციით, ავარია ნუევო ლეონის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უალაჰუისესის ქალაქში მოხდა.

ავტობუსი მეზობელი შტატის ქალაქ ტამპიკოში მიემართებოდა.

მედიის ცნობით, მგზავრები ძირითადად ამ რეგიონიდან ჩამოსული ტურისტები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები