სირიის პრეზიდენტი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას დაესწრება

Sky News Arabic-ის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად სექტემბერში ნიუ-იორკს ეწვევა.

ეს იქნება პირველი შემთხვევა 1967 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც სირიის პრეზიდენტი გაეროს მიმართავს.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ალ-შარაას შეხვდა და სანქციების მოხსნაზე შეთანხმდა, ისრაელის მიდგომა შეიცვალა, მათ შორის, სირიელ ოფიციალურ პირებთან საიდუმლო მოლაპარაკებებიც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები