„ევრობარომეტრი“: საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით შემცირდა, ეროვნულ მთავრობას 51% ენდობა

2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვამ დაადგინა, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ევროკავშირს გამოკითხულთა 49% ენდობა.

გამოკითხულთა 37 % მიდრეკილია ევროკავშირისადმი უნდობლობისკენ, 14%-ის პასუხია „არ ვიცი“. გამოკითხულთა 43% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი, 38% – ნეიტრალურად, 18% – ნეგატიურად, 1%-ს კი არ აქვს პასუხი კითხვაზე.

შემცირებულია ქართველთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კარგი იქნება – 60%. 2024 წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 69%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის გაზაფხულზე 74%-ს.

გამოკითხულთა 51% ეროვნულ მთავრობას ენდობა, 44% კი არ ენდობა. რესპონდენტთა 48% ენდობა ეროვნულ პარლამენტს, არ ენდობა 45%.

„ევრობარომეტრის“ თანახმად, საქართველოში გამოკითხვა 2025 წლის 27 მარტიდან 17 აპრილამდე მიმდინარეობდა და მის ფარგლებში 1011 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები