მედია: ნატო ცდილობს ევროპაში საჰაერო თავდაცვის ძალები გააძლიეროს, რათა რუსული აგრესიისთვის მოემზადოს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მნიშვნელოვნად გაზარდონ სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა, რათა რუსეთის პოტენციური აგრესიისთვის მოემზადონ.

„ბლუმბერგის“ წყაროების ცნობით, ალიანსმა ევროპელი წევრებისთვის საერთო მიზანი დაისახა, ხუთჯერ გაზარდონ თავიანთი სახმელეთო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები. თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალური მიზნები დაწესდება, თუმცა ვადები ჯერ დადგენილი არ არის.

მათივე ინფორმაციით, ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემების საკითხი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, 5 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილება.

ევროპელმა სამხედრო ჩინოვნიკმა, ანონიმურობის პირობით, Bloomberg-ს განუცხადა, რომ ნატოს წევრებს სასწრაფოდ სჭირდებათ ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემების გაფართოება.

ოფიციალური პირის თქმით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ალიანსმა შეამცირა ასეთი სისტემების რაოდენობა მისი შესყიდვების ფარგლებში, რადგან მისი ყურადღება ცივი ომის საფრთხეებიდან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებულ საფრთხეებზე გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები