ნეპალის ჰიმალაიში დაღუპული ტურისტების რაოდენობა 36-მდე გაიზარდა

მაშველებმა ნეპალის ჰიმალაიში კიდევ 7 დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს. საერთო ჯამში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა.
„7 ტურისტის გვამი, მათ შორის 6 უცხოელის და 1 – ნეპალელის ადმინისტრაციულ ოლქ მუსტანგში მდებარე მუკტინატხის ხეობაშია გადასვენებული“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ ანაპურნას მთებში ნეპალის ჰიმალაიში ციკლონ „ხუდხუდის“ შედეგად ძლიერი თოვა დაიწყო. უღელტეხილ ტორანგ-ლას მიდამოებში ზვავი ჩამოწვა. იმ დროს ტერიტორიაზე 150-ზე მეტი ტურისტი იმყოფებოდა.

10743321_851567951550111_2025395587_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები