ივანოვი: სანქციებმა პუტინის გარემოცვაში განხეთქილება ვერ მოახდინა
დასავლურმა სანქციებმა ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში განხეთქილება ვერ მოახდინა, ამის მოლოდინი გულუბრყვილობად და სისულელედ ჩაითვლებოდა. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხეკმძღვანელმა სერგეი ივანოვმა გააკეთა.
ინტერვიუს მსვლელობის დროს ივანოვმა კითხვაც დასვა: „რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. როგორ უნდა დასაჯო ასი ადამიანი? და საუბარი დაახლოებით ას ადმიანზეა. რა, მათ შორის ბევრია, ვისაც საზღვარგარეთ უძრავი ქონება და ანგარიშები გააჩნია? თქვენ გაგიგიათ რამე იმის შესახებ, რომ ვინმესთვის სანქციების სიიდან რამე დაეყადაღებინათ? ეს ყველაფერი გულუბრყვილო და სულელურია“, – განაცხადა ივანოვმა და აღნიშნა, რომ არავის არ აქვს საზღვარგარეთ არანაირი ანგარიში.