ზახაროვა: რუსეთი 2 ივნისს სტამბოლში მემორანდუმის პროექტით ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთის დელეგაცია 2 ივნისს სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ჩავა.

“ვადასტურებთ, რომ რუსეთის დელეგაცია, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით, 2 ივნისს სტამბოლში იქნება მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩასატარებლად. ის თურქეთში მემორანდუმის პროექტით და ცეცხლის შეწყვეტის სხვა წინადადებებით ჩავა“, – განაცხადა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები